Logo

მეჯვრისხევის საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

03 მაისი 2019

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ,,ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით მორიგი სტადიონი რეაბილიტირდა. აღსანიშნავია, რომ სოფელში და განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, რაც ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმას გაააქტიურებს."- აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტის ფარგლებში შეიღობა მოედანი და მოწესრიგდა სტადიონის საფარი, ასევე, დამონტაჟდა ტაბლო და სკამები. განახლებულ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.