Logo

მეორე მსოფლიო ომიდან 74 წელი გავიდა

09 მაისი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ,,დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 74 წელი გავიდა, განსაკუთრებული პატივისცემით მინდა ეს დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს  წინაშე. ასევე, მინდა პატივი მივაგო თითოეული ჩვენი თანამემამულის ხსოვნას, ჩვენს გმირებს - რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში თავდადებით იბრძლეს." - აღნიშნა რწმუნებულმა. 

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.