Logo

2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ

01 მაისი 2019

გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. ,,დღეს მეტად საამაყო ღონისძიება გვქონდა, გორსა და გორის მუნიციპლიტეტში მცხოვრებ 2017-2018 წლის კურსდამთავრებულ 179 ახალგაზრდას ოქროსა და ვერცხლის მედლები გადავეცით. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც მოინდომეს, სწავლაში დიდი ენერგია ჩადეს და საბოლოოდ, შრომა დაუფასდათ. ეს სწორედ ის ახალგაზრდები არიან, ვისზეც სახელმწიფო დიდ იმედებს ამყარებს, რომ მომავალში მართვის სადავეებს გადაიბარებენ და საქართველოს მათი სახით ეყოლება პროფესიონალი იურისტები, ექიმები, ეკონომისტები, ინჟინრები, ფილოლოგები და ა. შ. განათლებას ალტერნატივა არ აქვს, ეს მათაც მშვენივრად იციან და გულწრფელად მახარებს ამ ახალგაზრდების ასეთი შემართება და მოტივაცია. ზოგიერთ მათგანს უკვე ვიცნობდი, მათი ინიციატივით შევხვედრილვარ და ერთმანეთისთვის იდეები გაგვიზიარებია. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს, ვისურვებდი, რომ კიდევ ბევრჯერ გვეამაყოს მათ მიერ მიღწეული შედეგებით." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.