Logo

მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

11 მაისი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და მისმა მოადგილემ სიმონ გულედანმა ადგილზე დაათვალიერეს. სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კილომეტრიანი გზის მოასფალტება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების განთავსება და საგზაო ნიშნების დამონტაჟება. 
,, საგზაო ინფრასტრქტურის მოწესრიგება რეგიონში სრული დატვირთვით მიმდინარეობს, ამჟამად დავათვალიერეთ მეჯვრისხევი-ახალუბნის მონაკვეთი, რომლის დასრულებაც მიმდინარე წელს იგეგმება და მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას. ამასთან ერთად, სოფელ მეჯვრისხევში იგეგმება სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც. ჩვენი მიზანია, რომ მოსახეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს“ - აღნიშნა რწმუნებულმა. 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფელში სასმელი წყლის ქსელისა და ახალი რეზერვუარის მოწყობა იგეგმება.