Logo

შიდა ქართლი ბათუმის მე-12 საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე საუკეთესო სტენდის მქონე რეგიონი გახდა

14 მაისი 2019

შიდა ქართლი ბათუმის მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაზე საუკეთესო სტენდის მქონე რეგიონი გახდა. ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 გამოფენაში შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძე ესწრებოდა.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა. გარდა ნივთებისა, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ენახა როგორც თიხის ძერწვის, ისე წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადებისა და სურამის ნაზუქის ცხობის მასტერკლასი.

გამოფენის ძირითად მიზანს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა.გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO" იყო.