17 აპრილი 2014
თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით, სამინისტრომ სოლიდური დაფინანსება გამოყო, შეისწავლა და შეაფასა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და შესაბამისად, დაგეგმა მომავალი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისგან დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს და მათი წინადადებებიც მოისმინეს.