Logo

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგები 120 წვევამდელით შეივსო

15 მაისი 2019

ახალწვეულებმა ფიცი სიმბოლურად შინდისის გმირთა მემორიალთან დადეს. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ანზორ ჩუბინიძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო და ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა. დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში ახალწვეულები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურს გაივლიან.