17 მაისი 2019
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის №1 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს შეხვდა. რწმუნებულმა არაფორმალურ გარემოში ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, განათლების მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა, შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
პროექტს ,,დაბრუნება სკოლაში" საინფორმაციო ცენტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ,,ევროპის დღეების" ფარგლებში ახორციელებს. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მაღალი თანამდებობის პირების მშობლიურ სკოლებში ,,დაბრუნებას" ითვალისწინებს, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ევროპა-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრებიან. დღემდე, ნატოსა და ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების არაერთი წარმომადგენელი ჩაერთო.