Logo

დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

02 ივლისი 2019

შავშვების, ხურვალეთისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. პროცესი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ ამირან ქრისტესიაშვილმა  დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასაც  ესაუბრნენ. შავშვების ჩასახლებაში სარწყავი სისტემის, ხოლო ვერხვების ჩასახლებაში საჭიდაო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. მალე დაიწყება ხურვალეთის ჩასახლებაში საბავშვო გასართობი სკვერის მოწყობაც. თითოეული პროექტი ადგილობრივების მიერაა ინიცირებული და შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული. ,,დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან, ასევე, ურთიერთვთანამშრომლობთ ქურთის, ერედვისა და თიღვის თემის გამგეობებთან. ჩასახლებებში ცხოვრობენ ბავშვები და ახალგაზრდები, ამიტომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის თუ განათლების მიმართულებებს.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

მიმიდნარე წელს იგეგმება კარალეთისა და ახალსოფლის დევნილთა დასახლებებში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე, დაგეგმილია ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში ახლადაშენებული კორპუსების მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა.