Logo

გორში მუნიციპალიტეტის დასუფთავებისთვის განკუთვნილი ავტოპარკი განახლდა

05 აგვისტო 2019

დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მიზნით, დამატებით, 6 ახალი სპეციალური ტექნიკა მუშაობას შეუდგა. მყარი ნარჩენების გამტანი 4 და ქუჩის მოსარეცხად განკუთვნილი 2 მანქანა ქალაქის ქუჩებში დილიდან გამოჩნდა. ამასთანავე, აღნიშნული მანქანები მულტიფუნქციურია. ქუჩის მოსარეცხ მანქანებს, გარდა წყლის გამანაწილებლისა, გააჩნია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობები, წინა ნიჩაბი და მხვეტავი ფუნჯი, რაც მნიშვნელოვან დახმარებას გასწევს ზამთარში, უხვი ნალექის დროს, ქუჩების თოვლისგან მოკლე დროში გათავისუფლებისა და ტექნიკური მარილის გზის სავალ ნაწილზე დაყრის პროცესში.

განახლებული ავტოპარკი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა - კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერეს. ,,ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ გორი გახდეს კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი. მიმდინარე წელს, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა კი სუფთა ქალაქი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა. განახლებული, მოხერხებული და მრავალფუნქციური ავტოპარკი ამ კუთხით ვითარებას საგრძნობლად გააუმჯობესებს,“ - აღნიშნა რწმუნებულმა.