30 ივლისი 2019
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელს დირბსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ,,ბასიანის" კონცერტები ჩატარდა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,რეგიონის სოფლები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლების საოკუპაციო ხაზთან მდებარეობენ, არ არიან განებივრებულები კულტურულ-შემოქმებითი ღონისძიებებით, ამიტომ სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული ინიცირება გაუწიოს სხვადასხვა სახის შემოქმედებით საღამოს, რათა მოსახლეობისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იყოს ღონისძიებებზე დასწრება. სულ რამდენიმე კვირის წინ ჯგუფს ,,სახე" მეჯვრისხევმა უმასპინძლა, ,,ბასიანს" კი დირბმა და სამთავისმა, მადლობას ვუხდი ჩვენს შემსრულებლებს, თანადგომისთვის" - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ღონისძიების მიზანს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შემსრულებლები კონცერტებს უსასყიდლოდ ატარებენ.