Logo

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

05 ივლისი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფცასა და ქვემო შაქშაქეთში მოსახლეობას შეხვდნენ.

რწმუნებულმა და მინისტრმა სოფლის მოსახლეობასთან რეგიონსა და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტების სწორად განსაზღვრისა და შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის მიზნით.

მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ აქტიურ შეხვედრებს, პირდაპირ დიალოგს მოსახლეობასთან. ამ შეხვედრების მიზანი მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებების გამოკვეთა იქნება, რათა ხელისუფლებამ უშუალოდ ადგილობრივებისგან იიღონ ირფორმაციას და 2020 წლის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინოს.