17 სექტემბერი 2019
შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაშურში ფეხბურთის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი, ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას.