29 ოქტომბერი 2019
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ორსართულიან შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიცვალა სასმელი წყლის, წყალარინებისა და ელექტრო გაყვანილობის სისტემა. ასევე, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოწესრიგდა შიდა და გარე ფასადი.
,,კასპის მუნიციპალიტეტში მორიგი საბავშვო ბაღი გავხსენით, ამიერიდან, პატარები და პედაგოგოები სასწავლო პროცესს კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჯანსაღი გარემო ჰქონდეთ"- აღნიშნა რწმუნებულმა.
სააღმზრდელო დაწესებულება, ჯამში, 200 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 300 000 ლარზე მეტი დაჯდა.