Logo

შიდა ქართლის 429 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ

24 ოქტომბერი 2019

პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად როსტომაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსები დაესწრნენ, რომელებმაც წარჩინებული მოსწავლეები პირადად დააჯილდოეს.

,,ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს. განათლება საუკეთესო საშუალებაა უკეთესი მომავლის შექმნისთვის და ჩვენმა ახალგაზრდებმა ეს კარგად იციან." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.