Logo

ნატოს დღეების ფარგლებში ბანაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა მოეწყო

23 ოქტომბერი 2019

ნატოს დღეების ფარგლებში ხაშურში, ახალი ბანას ტერიტორიაზე საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები უფროსკლასელები, სტუდენტები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი უძღვებოდნენ.

გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნეს, რომ რეგიონებში მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომელთა ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით მოისმინონ ინფორმაცია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.

შიდა ქართლის რწმუნებულის თქმით, ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, მითუმეტეს ისეთი თემების გარშემო, როგორიც ნატო და ევროკავშირია.

შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.