Logo

ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

30 სექტემბერი 2019

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბისის, კნოლევის, ავლევისა და ცერონისის მოსახლეობას შეხვდნენ.

რეგიონებში სამუშაო შეხვედრები მთავრობის ინიციატივით იმართება, რომლის მიზანს მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობა და მოსახლეობის მხრიდან არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. შედეგად, 2020 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო.

ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.