Logo

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

11 ნოემბერი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახრისის, ხელთუბნის, დიდი და პატარა გარეჯვრის, ქვეშისა და არცევის მაცხოვრებლებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, პარლამენტის წევრი თემურ ხუბულური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას. .

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო. ასევე, საუბარი შეეხო მიწის რეგისტრაციის გამარტივების საკითხსაც.

ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.