Logo

ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება

11 ნოემბერი 2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს. გარდა გზის მოასფალტებისა, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურით.

სოფელ ღოღეთში დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარადა მინი სტადიონს.

,,რეგიონის სოფლებში, კერძოდ კი ფცა-ღოღეთში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, წლის ბოლოს მოსახლეობა შეძლებს განახლებული საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით სოფლების მაცხოვრებლებს და სამომავლო პროექტებსაც მათთან ერთად ვგეგმავთ. შესაბამისად ახლაც და მომავალშიც თითოეული პროექტი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.“- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.