05 ნოემბერი 2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს სამედიცინო კონსულტაცია „ევექსის“ ჰოსპიტალისა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სპეციალისტებმა გაუწიეს. აქციის ფარგლებში პედიატრიულ პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ბავშვთა ზოგადი ქირურგის, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, პედიატრების, ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის მომსახურება.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საკითხი სოფელ გომში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე თავად ადგილობრივების მხრიდან გაჟღერდა.