Logo

კასპში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

25 ნოემბერი 2019

ადგილობრივ მოსახლეობასთან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად სტადიონის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

​კასპის ცენტრალური სტადიონი რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ფარგლებში ადგილზე 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და პრეს-ლოჟა მოეწყო, მოედანზე უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ საფარი დაიგო, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობას და გასახდელებს მოიცავს. ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი მოედანია.

გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ კასპის ცენტრალურ სტადიონზე კასპის "განთიადისა" და თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.