Logo

გორის ნიკო კეცხოველის სახელობის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

02 დეკემბერი 2019

სკოლის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს განახლებულ სკოლაში დაბრუნება მიულოცეს. სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა ელექტრო გაყვანილობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებსა და დერეფნებს, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და მოპირკეთდა სკოლის ეზო.

შიდა ქართლის მასშტაბით, როგორც ქალაქების, ისე სოფლების საჯარო სკოლებს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში 67 სკოლაში 81 პროექტი განხორციელდა, რაზეც 4 250 000 ლარი დაიხარჯა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სველი წერტილები, სახურავები, გათბობის სისტემები, კარ-ფანჯრები და ელექტრო გაყვანილობა შეცვლა. ასევე, ზოგიერთ სკოლაში მოეწყო ღია სპორტული მოედანი და მოწესრიგდა ეზო.