Logo

USAID ZRDA პროექტის მხარდაჭერით სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღის ფლიგელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

09 იანვარი 2020

ამიერიდან, საბავშო ბაღი ასზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ანა ლაფაჩი დაესწრო.

ქვეშის საბავშო ბაღის ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID ZRDA პროექტის, ეუთოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის მესამე ფლიგელს და ერთ-ერთი მოქმედი ფლიგელის დერეფანს.