Logo

ერგნეთში პატარებისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა

30 იანვარი 2020

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთის ამბულატორიის შენობაში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში - ბროწლეთში, მეღვრეკისში, ტირძნისსა და ერგნეთში მცხოვრები ბავშებისთვის სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქცია კერძო და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია ,,ჰუმანა“ და გორის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობდნენ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ორ წლამდე ასაკის პატარებს პედიატრის და ფსიქოლოგის კონსულტაცია გაეწიათ.

,,რეგიონში ხშირად ტარდება სამედიცინო აქციები და ამჟამად, პედიატრები გვყავს სტუმრად. სამედიცინო აქციის ფარგლებში მოემსახურებიან ერგნეთში, ბროწლეთში, მეღვრეკისსა და ტირძნისში მცხოვრებ ბავშვებს. ასევე, კერძო კომპანიის ჩართულობით, პატარებს საჩუქარები გადაეცემათ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნა რწმუნებულმა.