Logo

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

05 თებერვალი 2020

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანშვილი მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრები დიცში, ქორდში, არბოსა და კვარხეთში მოეწყო. ადგილობრივების გადაწყვეტილებით ქორდში, არბოსა და კვარხეთში გარეგანათების მოწყობა, ხოლო დიცში საბავშვო ბაღის შენობის ნაწილისა და ეზოს რეაბილიტაცია შეირჩა. პროგრამის ფარგლებში დიცისთვის 20 000 ლარი, ქორდსთვის 16 000 ლარი, არბოსა და კვარხეთისთვის კი 12 – 12 ათასი ლარი გამოიყო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გასულ წელს განახლდა და წელსაც აქტიურად გრძელდება. ადგილობრივებივების გადაწყვეტილებით ირჩევა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. პროგრამა ხელს უწყობს როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, ჯამში, 1 596 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 115 სოფელზე განაწილდება.