Logo

USAID Zrda-ის წარმომადგენლობამ გორის მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო და ტურისტული ობიექტები დაათვალიერა

12 თებერვალი 2020

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად USAID Zrda-ის წარმომადგენლებს გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საგანმანათლებლო და ტურისტული ობიექტები გააცნო. USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, ხელმძღვანელის მოადგილემ ქეთი ჭუმბურიძემ და ორგანიზაციის სხვა წევრებმა გორის ციხის ფერდობზე აღმოჩენილი ნაქალაქარი, წერეთლის ქუჩა, ლომჭაბუკის სკვერი, გალაქტიონის ხეივანი და ტატულაშვილების სახელოსნო მოინახულეს. ასევე, ტირძნისსა და ერგნეთში შემოქმედებითი წრეების გაკვეთილებს დაესწრნენ.

"ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათი ჩართულობით ხელი შევუწყოთ როგორც კერძო პირების ინიციატივების განხორციელებას, ისე ზოგადად, რეგიონის გაძლიერებას."- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.