29 თებერვალი 2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გამრიცვხელიანების პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი პირველი ობიექტი, რომლიც ბუნებრივი აირით ისარგებლებს, სააღმზრდელო დაწესებულებაა. შენობის გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 43 085 ლარი გამოიყო.
შენობას ცოტა ხნის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა ოთახები, შეიცვალა კარ-ფანჯარა, შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და სათამაშოებით.
,,სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი. გარდა ქვახვრელისა, გამრიცხველიანების პროცესი მიდის უფლისციხეში, დოესში, ხიდისთავსა და ქვემო აძვში. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სოფელში შევქმნათ შესაბამისი პირობები და მოსახლეობის საჭიროებები დავაკმაყოფილოთ." - აღნიშნა რწმუნებულმა.