27 მარტი 2020
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესი დაათვალიერა. ამჟამად, რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და სხვლის ეტაპს მოიცავს. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ფერმერები ინტენსიურად განაგრძობენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავებას.
ფერმერების თქმით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, გაჩერება არ შეიძლება და თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა საფეხური. სხვა შემთხვევაში, მოსავლის მიღება რისკის ქვეშ დადგება.
,, მიუხედავად მსოფლიოში და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, ჩვენი ფერმერები განაგრძობენ დაგეგმილ სამუშაოებს, თუმცა უსაფრთხოების სრული დაცვით. ითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას. ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით დადგება ჩვენი პროდუქციის საჭიროების საკითხი და ამ ფონზე, ჩვენი ფერმერების საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია" - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.