Logo

შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხელბლად მიმდინარეობს

02 აპრილი 2020

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი  ხოჯევანიშვილმა გორში, ბარნოვის ქუჩისა და  ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ხოლო ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩის 370 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია თამარ მეფის, სტალინისა და სამეფოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას   მნიშვნელოვნად განიტვირთავს . ,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად რეგიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ბარნოვი ქუჩის პროექტი ერთ-ერთია მიმდინარე პროექტებიდან, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა გზის, წყალგაყვანილობის მილებისა და ნაპირსამაგრი კედლისა, პროექტი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობასაც ითვალისწინებს, სადაც გათვალისწინებულია ველობილიკის მოწყობაც. ვფიქრობ, ზაფხულის ბოლოს გორს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და კეთილმოწყობილი ქუჩა ექნება, მითუმეტეს რომ ამ ტერიტორიაზე სრულყოფილი საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.