03 აპრილი 0020
გიორგი ხოჯევანიშვილის ხელმძღვანელობით, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა გაიმართა
სხდომაზე საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა, მოქალაქეების თერმოსკრინინგის პროცესი და კორონავირუსის გავრცელების პრევენიციის მიზნით გატარენული ღონისძებები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებული პირების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა.
შეხვედრაზე შტაბის წევრებმა შიდა ქართლის მასშტაბით არსებული 6 აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას. შტაბის სხდომას ვაიდეოკონფერენციის საშუალებით პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, რა დროსაც გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა.
რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან, ასევე, მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.