Logo

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 700 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადაეცა

17 აპრილი 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. სხვადასხვა კომპანიები თუ ორგანიზაციები შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფენ.

ამჯერად, კომპანია ,,მშენებელი 80"-ის ინიციატივით 700-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო მარაგი გადაეცათ. რეგიონის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ინიციატორებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვისა და სოციალური პასუხისმგებლობითვის და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება