22 აპრილი 2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება. ამავდროულად, რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება. შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე გაეცნო მაღაზიის მუშაობის პროცესს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. რწმუნებულის თქმით, ამჟამად, რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის. ,,გადაწყდა, რომ აგრომაღაზიებმა იფუნქციონირონ იმ პერიოდში, როდესაც ფერმერებს ექნებათ შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება და ასევე, აგრომაღაზიები შხამქიმიკატების და პესტიციდების მიწოდების კუთხით, სამუშაოებს გასწევენ, რომ ფერმერებს ადგილზე მიაწოდონ." -აღნიშნა რწმუნებულმა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე მოქალაქეები იმოძრავებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად.