Logo

წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს ბენეფიციარებისთვის სასურსათი ამანათები გადასცა

05 მაისი 2020

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს მარტოხელა ხანდაზმულებისთვისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა. ამანათების დარიგების პროცესში მონაწილეობა შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ მიიღეს. ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ,,წითელი ჯვრის“ ორგანიზებით გორში მდებარე სასურსათო მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელსაც ,,წითელი
ჯვრის” მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას. სუპერმრკეტების ქსელებში მომხმარებელი ნახავენ „წითელ ჯვრის“ კუთხეს, სადაც პროდუქტის
დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით დაფასოვდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 39 ფილიალისა და ადგილოვრივი თვითმმართელობების თანამშრომლობით, 42000 -ზე მეტი პირველადი  საჭიროების ამანათი, ქვეყნის მასშტაბით უკვე დარიგდა.