Logo

შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

09 მაისი 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 5 მაისიდან საქართველოში სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა მუშაობა განაახლეს. შესაბამისად, შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გორის მუნიციპალიტეტში მშენებარე ობიექტები მოინახულა. სოფლებში - ქერესა და ნაწრეტში სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მინდინარეობს. სოფელ ქერეში 969 გრძივი მეტრის გზის ასფალტირება უკვე დასრულდა,
ამჟამად მიმდინარებს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომლის ბიუჯეტიც 556 995 ლარს შეადგენს. ხოლო სოფელ ნაწრეტში 1118 გრძივი მეტრის გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც 664 991 ლარია გამოყოფილი. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის მიერ ფინანსდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილი ჯგუფები ყოველდღიურად შეამოწმებენ, თუ რამდენად იცავენ კომპანიები კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში დაკისრებულ ვალდებულებებს და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს.