Logo

გორში, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს პანდემიის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტია

13 მაისი 2020

ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ,,კულა" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებთან ერთად, პროდუქტით საქართველოს პოლიციასა და ჯარს ამარაგებს. საწარმოში ჯამში 300 მეტი ადგილობრივია დასაქმებული. გარდა ხორცის სხვადასხვა სახის კონსერვისა, საწარმო 250-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

,,გორის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო შეუფერხებლად აგრძელებეს მუშაობას, პროცესი არც შეჩერებულა, რადგან საწარმო სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელია და იცავს ყველა დადგენილ რეკომენდაციას." - აღნიშნა რწმუნებულმა.

საკონსერო ქარხანაში სრულად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები