21 მაისი 2020
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
იძულებით გადაადგილებული 6 ოჯახი კასპში, ფარნავაზის ქ.N18-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.
დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.