23 მაისი 2020
შიდა ქართლის რეგიონში ფერმერებს მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შეხვდნენ.
როგორც მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა არაერთ პროგრამას ითვალისწინებს. პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში, 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე დახმარებას მიიღებს.
ნატალია ხარატიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული როგორც პირდაპირი, ასევე სექტორული მიმართულების პროგრამებზე ისაუბრა და ფერმერებს დეტალურად გააცნო როგორც პროგრამების მნიშვნელობა, ასევე ის ტექნიკური დეტალები, რაც ფერმერებმა პროგრამით სარგებლობისთვის უნდა იცოდნენ.