Logo

26 მაისი აღსანიშნავად გორის ცენტრალურ მოედანზე დროშა აღიმართა

26 მაისი 2020

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა. ასევე, გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შიდა ქართლში მასშტაბური კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები არ ჩატარებულა. დროშებით მოირთო ადმინისტრაციული შენობები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ქალაქების ცენტრალური მოედნები.