Logo

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

28 მაისი 2020

საწარმო შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. კომპანია ,,ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის - “აწარმოე საქართველოშიმონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.

საწარმოს წარმომადგენლის თქმით, ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.