Logo

კასპელ ფერმერებს სოფლის მეურნებიოს ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს - 30.05

30 მაისი 2020

რეგიონის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობა გრძელდება. ამჯერად
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე კასპელ ფერმერებს შეხვდნენ და შეკრებილებს ის შეღავათები და პროგრამები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, ფერმერებთან შეხვედრები გაგრძელდება და ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება მოხდება. შეხვედრაზე ფერმერებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე წარადგინა. პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი. პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყო.