Logo

ხაშურის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

01 ივნისი 2020

სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და შიდა ქათლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა ფეხბურთის ფედერეაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებთან ერთად ადგილზე მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.