23 ივლისი 2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი მოსავლის აღების პროცესს ზემო ნიქოზში გაეცნენ.
,,შიდა ქართლში უკვე დაიწყო მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი. სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული და ხელს უწყობს ფერმერებს დროულად და შეუფერხებლად განახორციელონ სასოფლი-სამეურნეო სამუშაოები. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, რათა შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შიდა ქართლის რეგიონში მობილიზებულია 63 ერთეული კომბაინი, საიდანაც 32 ერთეული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას ეკუთვნის. მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.