პროფესიული განათლების განვითარებისთვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
04 აგვისტო 2020
გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალურ პროგრამებში ჩართულ, პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილი ნუგზარ სამხარაძე დაესწრნენ. შეხვედრის მიზანს არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. ბიზნესსექტოთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშესაწყობად, ბევრი საინტერესო იდეა და რეკომენდაცია გაჟღერდა, ასევე გამოიკვეთა შესაძლებლობა, კოლეჯმა მეტი პროგრამა შესთავაზოს როგორც აქტიურ ფერმერებს გადამზადებისთვის ისე, ახალგაზრდებს სადიპლომო პროგრამის სახით. კოლეჯი „განთიადი“ ათ გრძელვადიან და ხუთ მოკლევადიან მომზადება გადამზადების პროგრამას ახორციელებს, მათ შორის სამდუალურ პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით : მეხილეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობა. ამ ეტაპზე კოლეჯში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს.