31 ივლისი 2020
შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა. ანგარიშის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ლია გიგაური, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, თამარ ქიტიაშვილი და შალვა გოგოლაძე, პარლამენტის დეპუტატები, სასულიერო პირები, სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი ხოჯევანიშვილმა საზოგადოებას პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გააცნო, რის შემდეგაც ვრცლად ისაუბრა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ხელშეწყობაზე, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის მხარდაჭერაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების რეაბილიტაციაზე, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე. ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას.
გიორგი ხოჯევანიშვილმა პრეზენტაციაზე იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დაიწყება. კერძოდ, ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენისა და ძამას ხეობებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემოდგომით კი გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს.
2020 წელს 79,7 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი 597 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, დაგეგმილია ატენისა და ძამას ხეობებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მიენიჭება.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ რეგიონში მუშაობა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, იმ ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ბიზნესსექტორთან მქონოდა შემაჯამებელი შეხვედრა