Logo

მამუკა საღარეიშვილი კასპში, პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მუშაობას გაეცნო

24 თებერვალი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილმა მოადგილეებთან ერთად კასპში, პროფესიული სასწავლებელი და ტექნოპარკი მოინახულა. დაწესებულებების ხელმძღვანელებმა რწმუნებულს სასწავლო და სამუშაო პროგრამებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. ამავდროულად, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. 

,,კასპის მუნიციპალიტეტში იმ მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რაც ბოლო პერიოდში განვახორციელეთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია პორფესიული სასწავლებელი და ინოვაციების ცენტრი. ორივე პროექტი ემსახურება არამხოლოდ კასპის, არამედ რეგიონის განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ ხარისხიანი განათლება და მოახდინონ იდეების რეალიზება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და  განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, კასპის პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი კი ამის საუკეთესო მაგალითებია.“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა. 

კოლეჯის ტერიტორიაზე 7 ახალი სახელოსნო შენდება, სადაც 2021 წლის პირველი ნახევრიდან სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში პრაქტიკული უნარების განვითარებას შეძლებენ.