Logo

მამუკა საღარეიშვილმა ქარელის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

09 მარტი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღრეიშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, უმთავრესი პრიორიტეტია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება და პრობლემური საკითხების დროული გადაჭრა, ერთობლივი მუშაობა კი პრობლემების დროული მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებაც იმსჯელე