საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ხელოვნების სასახლის პროექტის შესარჩევ კონკურსში ალექსანდრე ზვიადაურის, სუხა ზვიადაურის, გიორგი ჩიქოვანის და ლადო აფანასევის ნამუშევარმა გაიმარჯვა. სასახლის პროექტირებაზე კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა გამოცხადებული.
ნიქოზის ხელოვნების სასახლეში იგეგმება საგამოფენო დარბაზის, მუზეუმისა და თეატრისთვის განკუთვნილი სივრცის განთავსება. სახელოვნებო ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის. ,,ნიქოზის ხელოვნების სასახლე იქნება მრავალფუნქციური ცენტრი, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები თუ სხვა ნებისმიერი პირი შეძლებს საინტერესო ღონისძიებებეზე დასწრებას, ასევე, საკუთარი იდეების რეალიზაციას. ამასთანავე, ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დასაქმდნენ.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.