Logo

რწმუნებულმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

08 მარტი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორ ქალბატონებსა და მგზავრ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და თაიგულები გადასცეს.
 
მოვიანებით კი რწმუნებული და მაჟორიტარი გორის ქალთა კამერული გუნდის ესტუმრნენ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ,,დღეს საშუალება მომეცა პირადად შევხვედროდი, გავცნობოდი და მომესმინა გორის ქალთა კამერული გუნდისთვის. მიხარია, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი ფასდაუდებელი ხელოვანები ჰყავს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.