გორში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი რწმუნებულის მოადგილესთნ სიმონ გულედანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,დღეიდან ჩვენს რეგიონში ვაქცინაცია დაწყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 600 დოზა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში უკვე გადანაწილებულია. ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს, სადაც აცრები მიმდინარეობს, გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება. პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აიცრება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი. ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, შესამაბისად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაცია და ჩაიტაროთ აცრა.“ - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.
ვაქცინის 2600 დოზინდან გორს - 1200, ქარელს - 400, კასპსა და ხაშურს კი 500-500 ცალი გადაეცა. რეგიონში აცრების ჩატარება შემდეგ ლოკაციებზეა შესაძლებელი:
გორში - ,,გორმედი'' და ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
ქარელში - ,,გორმედის'' ფილიალი;
ხაშურში - ,,ახალი კლინიკა'',
კასპში - ,,მედალფა''.