სააგენტოების წარმომადგენლებმა რწმუნებულს მათი საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ისაუბრეს იმ გამოწვევბსა და მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მუნიციპალიტეტებში არსებობს და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. საღარეიშვილის თქმით, სააგენტოებისა და სამმართველოების აქტიური ჩართულობა რეგიონში მიმდინარე პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია. შეხვედრის ბოლოს მხარეები კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო გეგმებიც დასახეს.